მნახველების რაოდენობა

суббота, 8 июня 2013 г.

  •  პროექტის სახელწოდება: ,,გარეული ცხოველები და მათი ნაშიერები"
  •  პროექტის მთავარი იდეა (თემა): კვლევა-ძიების, თანამშრომლობითი, საკომუნიკაციო,შემოქმედებითი  და ისტ უნარების განვითარება მოსწავლეებში. 
  • პროექტის აქტუალურობა: გარემოზე ზრუნვა (წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების გამოვლენა), ნაკლებად ცნობილი ნაშიერების სახელების გავრცელება.
  • პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის მოძიება, გამოუშვან ჟურნალი და დაამზადონ საპრეზენტაციო სლაიდები.
  • მონაწილეთა ასაკი: 10-11 წელი
  • ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
  • მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შემეცნებითი ჟურნალი და საპრეზენტაციო სლაიდი
  • პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, კომპიუტერი, ფერადი პრინტერი, ბიბლიოთეკა, ფურცლები, კალამი, ფლომასტერები, ფერადი ფანქრები, სტეპლერი.
  • პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 

    1. ბავშვები იყოფიან ჯგუფებად, ინაწილებენ  ცხოველებს (თითო ჯგუფს 4-5 ცხოველი) და ინტერნეტში ან ბიბლიოთეკაში იძიებენ სასურველ ინფორმაციას;
    2.  თაბახის ფურცლებზე ხატავენ, აპრინტერებენ,  ან აკრავენ ცხოველის სურათს და თან უწერენ ინფორმაციას (განსაკუთრებით ხაზს უსვამენ მისი ნაშიერის სახელწოდებას)
    3. ფურცლებს კინძავენ ჟურნალის სახით;
    4. ინდივიდუალურად შექმნილი საპრეზენტაციო სლაიდებიდან არჩევენ საუკეთესო სლაიდებს და ამზადებენ ერთობლივ ელექტრონულ პრეზენტაციას.
    5. შემეცნებითი ჟურნალების გავრცელება, პრეზენტაციის მოწყობა.

  • საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმეტყველება, ქართული ენა.
  • პროექტის ხელმძღვანელი:        თამარ მამულაშვილი
  • ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:       qvemogomi.skola@gmail.com
  • პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:   tamarmamulashvili.blogspot.com